რეზონანსი
24.11.2026

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს, 65 წლამდე მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე "ტვ. პირველთან" თვითმხილველები საუბრობენ. გარდაცვლილია მალხაზ თოფურია. 

ადგილობრივების თქმით, 64 წლის კაცი ვერაზე მდებარე ერთ-ერთი რესტორნის წინ მდებარე საპარკინგე ადგილს ხშირად იყენებდა, მას შემდეგ კი რაც დღეს ტერიტორიაზე სხვა მანქანა დახვდა, მის მეპატრონეს ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყენებისკენ მოუწოდა. თხოვნას თვითმხილველების თქმით, მალევე რესტრნიდან გამოსულების მხრიდან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რაც  ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც თოფურია დაეცა და სიციცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება მიიღო. 

გარდაცვლილის ნაცნობები ამბობენ, რომ  64 წლის  კაცის ცოლ-შვილი ინგლისში ცხოვრობს. ირკვევა, რომ თოფურია, ივერაზე მდებარე მაღაზიაში („1000 წვრილმანი“) მუშაობდა და ხშირად იმყოფებოდა ამ უბანში. 

ერთ-ერთი ვერსიით, ჩხუბში მონაწილე პირები ადგილიდან არ გაქცეულან - ისინი საპატრულო პოლიციას ვერაზე დახვდნენ.

როგორც " ტვ. პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ჩხუბში მონაწილე პირები პოლიციაში არიან გადაყვანილები. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×