რეზონანსი
24.11.2026

თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, მათ შორის, გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნას გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი ხალხისაგან, ზოგადად, ეს იქნება პარლამენტის უსაფუძვლოდ არალეგიტიმურად გამოცხადება,  არჩევნების იდეის დისკრედიტაცია თუ ა.შ., - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა.

მან უპასუხა პარტია "ახალის" წარმომადგენლის, თენგო თევზაძის შეკითხვას, რომელიც დაინტერესდა სხვა ქვეყნების მაგალითით, მომხდარა თუ არა პარტიის აკრძალვა არჩევნების შედეგების ან ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარების გამო.

როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, მოსარჩელე მხარემ დესტრუქციული უარის ინსტიტუტის, როგორც თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტის შესახებ, უკვე ისაუბრა, თუმცა, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია გადააზღვევს ისეთ შემთხვევებს, როგრიცაა ხალხისგან მინიჭებული მანტადის ბოროტად გამოყენება, არჩევნების დისკრედიტაცია და ა.შ.

"კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ გვქონდა საუბარი, მათ შორის, მანდატზე, დესტრუქციული უარის ინსტიტუტის შესახებ, რომელიც ასევე თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტი და ვფიქრობ, ძალიან ვრცლად ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ეს არ არის აბსოლუტური პრივილეგია პარლამენტის წევრისთვის, მით უმეტეს, როდესაც ამას აქვს ორგანიზებული ხასიათი -  ანუ, ერთობლივად ხდება როგორც მანდატებზე უარის თქმა, ისე შესაბამისი საარჩევნო სიების ჩახსნა უფლებამონაცვლეობის გამოსარიცხად და ა.შ. ეს განმარტებები ჩვენ სასამართლოსთვის მიცემული გვაქვს, სწორედაც რომ შუაშია და ამიტომ, კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით ამ თემას და განვმარტავთ, რომ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, მათ შორის, გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნას გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი ხალხისაგან, ზოგადად, ეს იქნება პარლამენტის უსაფუძვლოდ არალეგიტიმურად გამოცხადება,  არჩევნების იდეის დისკრედიტაცია თუ ა.შ. - საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ სწორედ დემოკრატიის პრინციპთან და შესაბამისად, კონსტიტუციურ წყობილებასთან მოდის აშკარა კონფლიქტში ის განცხადებები, ქმედებები და რაც მთავარია მიზნები, რაც დაფიქსირდა," - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×