რეზონანსი
23.11.2026

 წარმოიდგინეთ, სუროგატი დედის წიაღში ბავშვს ჰგონია, რომ ის დედაა, ის კი დედა არ არის, - განუცხადა ჟურნალისტებს სუროგაციის თემაზე ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი).

მისივე თქმით, სუროგაციის აკრძალვით ისინი ბავშვის უფლებებიდან გამოდიან.

„ეს დაუშვებელია, ბუნების საწინააღმდეგოა! იცით, რატომ? - ბავშვი დედის წიაღში რომ იზრდება, დედის ხმა ესმის, გულისცემა ესმის, მისი ხასიათი, განწყობა, ყველაფერი; მისით იკვებება. წარმოიდგინეთ, სუროგატი დედის წიაღში მას ჰგონია, რომ ის დედაა, ის კი დედა არ არის. დედა ელოდება შვილს სიყვარულით. იმას კი უნდა, რომ მალე მოიშოროს და ახალი დაიწყოს. ამიტომ ჩვენ ბავშვის უფლებიდან გამოვდივართ", - განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×