რეზონანსი
24.11.2026

მათ ადამიანები კი არ აინტერესებთ, მათ სჭირდებათ მსხვერპლი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

ის ასე გამოეხმაურა ძალადობრივი აქციებისას დაკავებულთა მიერ დანაშაულის აღიარებისა და პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნის გამო ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან შეწყალებულთა ბულინგს.

„როდესაც მამა საკუთარ შვილზე ამბობს, რომ ორი წელი ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ მან სასჯელი ბოლომდე მოიხადოსო, არ ვიცი, ეს საერთოდ რა დამოკიდებულებაა. ალბათ, უფრო უკეთესად წარმოაჩენს იმ სახეს, რაც აქვს მოძალადე ადამიანს, რომლისთვისაც არაფერს წარმოადგენს, მაგალითად, პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა და რუსთაველის გამზირზე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ხანძრის დანთება. მათ ადამიანები კი არ აინტერესებთ, მათ სჭირდებათ მსხვერპლი ", - განაცხადა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×