რეზონანსი
24.11.2026

თიბისი, ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, მეწარმეებს მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს, უკვე არსებულს კი - მუდმივად ხვეწს და ავითარებს. 

ამჯერად, თიბისიმ, შავი პარასკევის ფარგლებში, მომხმარებლებს ბიზნესბარათებით გადახდებზე სპეციალური შეთავაზება მოუმზადა. კერძოდ,თიბისის  ბიზნესმომხმარებლები, რომლებიც თიბისის ბიზნესბარათით პირველად ისარგებლებენ და 23-29 ნოემბერს, ჯამურად 2 000 ლარის გადახდებს განახორციელებენ, 500 ლარიან ქეშბექს მიიღებენ. 

კამპანიის ფარგლებში, ქეშბექს პირველი 500 ბიზნესმომხმარებელი მიიღებს.  

სპეციალური პირობით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბიზნესმომხმარებლებს, რომლებიც შემდეგი ტიპის ბარათებით განახორციელებენ გადახდებს: ინდივიდუალური მეწარმეების ბიზნესნაკრები, იურიდიული პირების ბიზნესნაკრები, სტარტაპნაკრები, ბიზნეს, ბიზნეს პლატინა ან აგრო ბარათი. გადახდა უნდა განხორციელდეს ბიზნესბარათით, თიბისის POS ტერმინალზე ან ონლაინ, თიბისის გადახდის სისტემის გამოყენებით. (საკუთარ POS ტერმინალზე, ბიზნესბარათით განხორციელებული გადახდები კამპანიაში არ ჩაითვლება). 

შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: black-friday-offer

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×