რეზონანსი
24.11.2026

სამწუხაროდ და მოსალოდნელიც არის "ქართული ოცნების" სტრატეგია, რომ პრაქტიკულად ყველა კითხვაზე გასცეს სტანდარტული ტრაფარეტული პასუხები, რომლებიც ამაზე უკვე ნასაუბრებია, მაშინ საერთოდ, რა საჭიროებაა რომელიმე ეტაპის, თუ ყველაფერი სარჩელში წერია ,- ამის შესახებ პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერმა გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" სარჩელში პარტიების გაუქმებისთვის მტკიცებულებები არ არსებობს.

"ლელო ძლიერ საქართველოსთან მიმართებაში "ქართული ოცნების" სარჩელში არ არსებობს, არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება რომელიც ამ კონსტიტუციურ ბრალს წარმოაჩენდა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ერთ-ერთ მოპასუხეს არ ეძლევა შესაძლებლობა სრულფასოვნად გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რომელიც მიაჩნია თავისი დაცვისთვის მნიშვნელოვნად, სამწუხაროდ და მოსალოდნელიც არის "ქართული ოცნების" სტრატეგია, რომ პრაქტიკულად ყველა კითხვაზე გასცეს სტანდარტული ტრაფარეტული პასუხები, რომლებიც ამაზე უკვე ნასაუბრებია, მაშინ საერთოდ რა საჭიროებაა რომელიმე ეტაპის, თუ ყველაფერი სარჩელში წერია. კითხვა-პასუხის ეტაპს, სწორედ ის დანიშნულება აქვს, რომ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით იყოს უფრო მეტი სიცხადე შემოტანილი, ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი, პრაქტიკულად როგორც უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური ეტაპი, გამოტოვებულია და მხოლოდ და მხოლოდ ამ ეტაპზე გვეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ შინაარსობრივად გამოვიკვლიოთ მტკიცებულებები, რისი სრულფასოვნად რეალიზების საშუალებაც არ არსებობს "ქართული ოცნების" სტრატეგიიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ის რაც არის ჩვენი მიზანი, ამ საზოგადოების და სასამართლოს წინაშე დავამტკიცოთ", - აცხადებს გიორგი სიორიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×