რეზონანსი
17.05.2024

ზედმეტად კატეგორიულები ნუ იქნებიან და კლიშეებს ნუ მოგვაწებებენ ეკლესიას და იმ ადამიანებს, ვინც ამ წიაღში ვართ, ჩვენც გვიყვარს სამშობლო, ეს ერთობა შესანარჩუნებელია, - ამგვარად მიმართა ახალგაზრდებს დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა „დღის ქრონიკაში".

„დავლოცავ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან გულანთებულად და ეროვნულად იმ მუხტს ატარებენ, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან დიდ გზას გაუკვლევს. ერთადერთი, რასაც ვურჩევდი, არის, ის, რომ ღვთის იმედად, მოყვასის სიყვარულის იმედად, რაც მათ არ აკლიათ, ზედმეტად კატეგორიულები ნუ იქნებიან და კლიშეებს უცებ ნუ მოგვაწებებენ ეკლესიას ან იმ ადამიანებს, ვინც ამ წიაღში ვართ. ჩვენც გვიყვარს სამშობლო, ეს ერთობა შესანარჩუნებელია და ამ თაობის გადარჩენაც ამ პასუხისმგებლობაშია, რომ ჩვენთან ურთიერთობაში ჩვენი გაწვდილი ხელი არ აგვიკრან. ერთად ავაშენოთ საქართველოს მომავალი და მათ გადავაბაროთ ეკლესიისა თუ ქვეყნის მომავლის შენება", - განაცხადა დეკანოზმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×