რეზონანსი
03.07.2024

სისხლიანი დაპირისპირება გორში - როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, გვიან ღამით, კომბინატის დასახლებაში 40 წლამდე კაცს ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. მას დაზიანებები თვალისა და მხრის არეში აღენიშნება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის  გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათი თქმით, დაზარალებული მამაკაცი ადგილობრივი არ არის და ის სტუმრად იმყოფებოდა. მამაკაცი გორში ქუთაისიდან იყო ჩასული.  

ამ ეტაპზე დაჭრის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ - მათი თქმით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით არის დაწყებული.    

„ერთი რაც გავიგეთ ის არის, რომ ახალგაზდა კაცი დაჭრეს. ნასვამ მდგომარეობაში ყოფილან და შელაპარაკებულან. რაღაცა ყოფით ნიადაგზე დაწყებულა კამათი და შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაზრდილა. როგორც ამბობენ, ბიჭს დაზიანებები თავის და თვალის არეში ჰქონდა მიღებული. სავარაუდოდ, რაღაცა ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. აქაური არ ყოფილა, სტუმრად იყო ჩამოსული. ამიტომ არ ვიცით ვინ არის. ჩხუბი კი ადგილობრივებთან მოსვლია. ქუთაისელია, როგორც თქვეს. გვიან ღამით მოხდა ფაქტი,  სასწრაფო და პოლიცია რომ მოვიდა ხალხმა მერე გაიგო“, - ყვება ადგილობრივი „რეზონანსთან“.     

ექიმი ირაკლი ეზეკელი კი ამბობს, რომ 40 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. მას დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული.  

„სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ღამის საათებში შემოიყვანა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის მიდამოში დაზიანებები და ასევე დაზიანება მარცხენა თვალბუდის მიდამოში. მოხდა აღნიშნული დაზიანებების დამუშავება, გაეწია სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია, სხვა დაზიანებების გამოსარიცხად ჩაუტარდა მთლიანი სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია. კვლევების შედეგად, სიცოცხლისთან შეუთავსებელი დაზიანება პაციენტს არ აღენიშნებოდა. შესაბამისი კონსულტანტების კონსულტაციის საფუძველზე, პაციენტმა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით დატოვა კლინიკა,“ - აღნიშნა ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმმა ირაკლი ეზეკელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×