რეზონანსი
04.07.2024

გერმანია არასდროს დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის მიერ კაპიტულაციის გამოცხადებას გულისხმობს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა. ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტის ე.წ. „სამშვიდობო წინადადება" გააკრიტიკა და პუტინი ცინიზმში დაადანაშაულა.

„ჩემი აზრით, ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას გულისხმობს, არასდროს უნდა დავუჭიროთ მხარი. პუტინის წინადადება უცნაურია. ის ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის იქნება მზად, თუ უკრაინა შემდგომ ანექსიებს დათანხმდება. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ რამდენად ცინიკურად აზროვნებენ. პუტინი არ აპირებს თავისი დაპყრობითი ომების შეწყვეტას", - განაცხადა შოლცმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×