რეზონანსი
14.06.2024

კუკიის დასახლებაში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორება ძაღლის გამო დაწყბულ ჩხუბს უკავშირდება.

62 წლის მამაკაცმა მეზობელი დანით აჩეხა და დგილიდან მიიმალა. მანუჩარ წიკლაური გულში და არტერიაში მიყენებული ჭრილობებით სისხლისგან დაიცალა და ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.

"ტვ პირვლის" ინფორმაციით, ოლეგ გოგიბერიძე მეზობლისგან ძაღლის ჩუქებას ითხოვდა. უარის მიღების შემდეგ კი 49 წლის კაცს სასტიკად გაუსწორდა.

ადგილობრივები, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ, "ტვ პირველთან" ამბობენ, რომ დაკავებული სავარაუდოდ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×