რეზონანსი
18.06.2024

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პრემიერ კობახიძის 26 მაისის განცხადებაზე, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებასთან დაკავშირებით, შეკითხვა დაუსვეს. მიხაილ გალუზინმა ტრადიციული პროპაგანდით უპასუხა, რომ "აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა სუვერენული არჩევანი ჯერ კიდევ 2008 წელს გააკეთეს, მას შემდეგ რაც სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა ძალით დაებრუნებინა ერთი რესპუბლიკა საქართველოსთვის და მეორეს მსგავსი ქმედებებით დაემუქრა". მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ "გაკვეთილი ისწავლა ამ კრიმინალური ავანტიურიდან":

"საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა ამ კრიმინალური ავანტიურიდან და მიზნად ისახავენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზით „დაბრუნებას“. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ქართულ „რეინტეგრაციის“ პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომელთაგან მთავარია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. აფხაზებმა და სამხრეთ ოსებმა არაერთხელ გამოთქვეს ნეგატიური დამოკიდებულება მათი სუვერენული სტატუსის „შელახვის“ და საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოქცევის მცდელობის მიმართ და აღნიშნეს, რომ ერთადერთი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იქნება ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარება." ამბობს გალუზინი.

ლავროვის მოადგილის თქმით, ურთიერთობების ნორმალიზება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც "საქართველო მიიღებს არსებულ რეალობას და აღირებს რესპუბლიკების თანასწორობას":

"ამასთან დაკავშირებით, ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების ხელმოწერას, ერთის მხრივ, და მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტას შემდგომი დემარკაციის გზით, საკვანძო მნიშვნელობა აქვს." ამბობს გალუზინი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს საკითხები განხილვის საგანია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×