რეზონანსი
11.06.2024

გა­სულ კვი­რას, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში შემ­ზა­რა­ვი შემ­თხვე­ვა მოხ­და. ოთხი შვი­ლის დედა, ფა­რი­და, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ში წა­ვი­და, სა­ი­და­ნაც ის გა­უ­ჩი­ნარ­და.

რო­დე­საც ქალი სა­ღა­მოს სახ­ლში არ დაბ­რუნ­და, მე­უღ­ლემ ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ერ­თად ცო­ლის მო­ძებ­ნა და­ი­წყო. მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან შემ­დგარ­მა ჯ­გუფ­მა ტყე­ში გი­გან­ტუ­რი პი­თო­ნი იპო­ვეს, რო­მელ­საც მუ­ცე­ლი უჩ­ვე­უ­ლოდ ჰქონ­და გა­ბე­რი­ლი.

მა­მა­კა­ცებ­მა ქვე­წარ­მა­ვა­ლი ად­გილ­ზე მოკ­ლეს და მუ­ცე­ლი მა­ჩე­ტე­თი გა­უჭ­რეს. სამ­წუ­ხა­როდ ქალი გვე­ლის ნაწ­ლავ­ში იპო­ვეს. რო­გორც ჩანს, პი­თონ­მა ჯერ ფეხ­ზე უკბი­ნა, შემ­დეგ და­ახ­რჩო და მთლი­ა­ნად გა­დაყ­ლა­პა.

მე­დი­ა­ში შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი გავ­რცელ­და, სა­დაც ჩანს, რო­გორ ამო­ი­ღეს ფა­რი­დას ცხე­და­რი პი­თო­ნის მუც­ლი­დან.

კა­ცის თქმით, იმ დღეს ცოლი ბა­ზარ­ში მარ­ტო რომ არ გა­ეშ­ვა, ეს შემ­თხვე­ვა არ მოხ­დე­ბო­და.

"ვწუხ­ვარ იმ ტან­ჯვის გამო, რო­მე­ლიც მან გა­ნი­ცა­და. ვწუხ­ვარ ჩვე­ნი ოჯა­ხის გამო", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის ქმა­რი.

"ჩვენს სო­ფელ­ში მსგავ­სი რამ აქამ­დე არ მომ­ხდა­რა. ყვე­ლა გა­ვაფრ­თხი­ლეთ, რომ ფრთხი­ლად იყ­ვნენ ტყე­ში გავ­ლი­სას. ქა­ლებს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ახ­ლდეს ვინ­მე...“ - ამ­ბობს მე­დი­ას­თან სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი.

პი­თო­ნის მიერ ადა­მი­ა­ნის შეჭ­მის ბოლო შემ­თხვე­ვა ასე­ვე ინ­დო­ნე­ზი­ა­ში 2022 წელს მოხ­და. მა­ში­ნაც მსხვერ­პლი ქალი იყო. 54 წლის ჯაჰ­რა, ჯამ­ბის პრო­ვინ­ცი­ა­ში პლან­ტა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას გა­უ­ჩი­ნარ­და. ორი დღის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გი­გან­ტუ­რი პი­თო­ნი იპო­ვეს, რო­მე­ლიც ხე­ებს შო­რის იწვა და მუ­ცე­ლი უჩ­ვე­უ­ლოდ ჰქონ­და გა­ბე­რი­ლი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×