რეზონანსი
07.07.2024

"ასოშეიტედ პრესის" ცნობით, ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბის წევრებმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის რადიოინტერვიუსთვის ჟურნალისტებს კითხვები წინასწარ გადასცეს.

როგორც ორი რადიოსადგურის წამყვანებმა თავად დაადასტურეს, მათ ბაიდენის საარჩევნო შტაბის წევრებისგან პრეზიდენტისთვის დასასმელი კითხვების ნუსხა წინასწარ მიიღეს. რადიოწამყვან ერლ ინგრამის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწეები მას პირადად დაუკავშირდნენ და გადასცეს ოთხი კითხვა, რომელთა დასმაზეც წინასწარი მოლაპარაკებები არ გამართულა.

კიდევ ერთმა რადიოწამყვანმა, ანდრეა ლოუფულ-სანდერსმა თქვა, რომ ბაიდენისთვის დასასმელი რვა კითხვა წინასწარ მიიღო, თუმცა მხოლოდ ოთხი კითხვა დაადასტურა.

საპასუხოდ, ბაიდენის საარჩევნო შტაბის წევრებმა თქვეს, რომ კითხვების წინასწარი შეთანხმება მიღებული პრაქტიკაა და მათ პრეზიდენტისთვის კონკრეტული კითხვების დასმა წინაპირობად არ წაუყენებიათ.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა ორ რადიოსადგურს ინტერვიუ დონალდ ტრამპთან პირველი სატელევიზიო დებატების შემდეგ მისცა, რომელშიც მისი გამოსვლა წარუმატებელი იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×