რეზონანსი
07.07.2024

უკრაინის ქალაქ ხერსონში რუსეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, კიდევ სამი კი დაიჭრა.

ინფორმაციას მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთმა ხერსონის ოლქის ათზე მეტი დასახლების მიმართულებით გახსნა ცეცხლი.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის არმიის სამიზნე გახდა საცხოვრებელი უბნები. დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო სახლები. ასევე, ადმინისტრაციული შენობები, რესტორნები და მაღაზიები.

ოფიციალური კიევის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 13 დრონი გაუშვა და ორი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. რუსეთის სამიზნე იყო კრივოგრადის, ხარკოვის, სუმისა და პოლტავის ოლქები. ამასთან, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ 13-ვე უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს.

მანამდე რუსეთმა იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადსა და ნიკოპოლზე, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცნობებს, რომ რუსმა ჯარიკსაცებმა დაიკავეს დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ჩიგარი.

ამასთან, უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შედეგად, რუსეთის ვორონეჟის ოლქში, საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია გახდა საჭირო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×