რეზონანსი
05.07.2024

უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ორბანის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთში იმყოფება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.

მანამდე ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კრიტიკა მოჰყვა ევროპელი ლიდერების მხრიდან. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ორბანს მიმართა: „მოსკოვში თქვენი ვიზიტის შესახებ ჭორები, არ შეიძლება, იყოს სიმართლე. თუ შეიძლება?" ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კი აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან.

ამასთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა: „ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი შედგება მხოლოდ უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების და არა - ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში".

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ვიქტორ ორბანი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 1-ელი ივლისიდან უნგრეთი ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×