რეზონანსი
05.07.2024

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, იმედი აქვს, უკრაინა ალიანსს მომავალი 10 წლის განმავლობაში შეუერთდება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა DPA-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

სტოლტენბერგს შეკითხვა მომავალი ათი წლის განმავლობაში ალიანსის შესაძლო გაფართოების შესახებ დაუსვეს, რაზედაც მან უპასუხა: „ნამდვილად იმედი მაქვს, რომ უკრაინა გახდება მოკავშირე".

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინის კიდევ უფრო მეტი სამხედრო დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობას.

„რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი მხარდაჭერა, რაც უფრო მეტ ვალდებულებას ავიღებთ გრძელვადიან პერსპექტივაში, მით უფრო სწრაფად შეიძლება დასრულდეს ეს ომი", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×