რეზონანსი
29.07.2026

ჯერ იყო და გვარამიამ თქვა, საქართველო ტრილიონებს ვერ მიიღებს, რადგან ომში არ იყო ჩართულიო. შემოწირულობის თხოვნა და ბიზნესის რეკეტი ვერ მოიშალეს, ისევ თავში უტრიალებთ, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათი ინტერესია, ხელისუფლებაში თუ მოვლენ, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ.

„კეზერაშვილმა საქართველოდან რა ფული წაიღო, ამაზე აღარ ვსაუბრობთ. როგორც ჩანს, თანხები აღარ ჰყოფნით. არ ყოფნით კი არა, საკუთარი ჯიბეებისთვის და კეთილდღეობისთვის მიაქვთ. სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შესწირეს, იმასაც ნანობს ხალხი და დღეს ასეთ მოწოდებებს საკუთარი კეთილდღეობისთვის აკეთებენ და არა, პარტიის განვითარებისთვის. მათი მიზანია, ხელისუფლებაში მოვიდნენ და ბიზნესი არეკეტონ, რათა ფინანაურად მძლავრად იყვნენ. სააკაშვილი საკანში ზის და შემოწირულობას ითხოვს. ეს თანხები ვის მოხმარდება, კარგად ვიცით – მათ ჯიბეებში წავა“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×