რეზონანსი
29.07.2026

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებაში კორუფციული მხილებების სერია კვლავ გაგრძელდება და პროცესში სხვა მაღალჩინოსნებიც გამოჩნდებიან.

მისი თქმით, ეს ის პირები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ.

"არაერთი კორუფციული მხილება იქნება კიდევ უკრაინის ხელისუფლებაში. კიდევ იქნებიან სხვა თანამდებობის პირები, არახამიები, პოდოლიაკები, ერმაკები, ეს ჯაჭვი არ გაჩერდება. ეს არიან ადამიანები, ვინც საქართველოს ხელისუფლებას უწუნებდნენ მუშაობას, ევროპულობას, პროდასავლურობას. ესაა ის კორუმპირებული ხალხი, რომელზეც ჩვენ წლების მანძილზე ვსაუბრობდით, თუმცა რატომღაც ამას ევრობიუროკრატია ვერ ხედავდა", - აცხადებს ჭეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×