რეზონანსი
27.07.2026

 "მივ­მარ­თავ პატ­რი­არქ შიოს: განა ჩვე­ნი ეკ­ლე­სია მუშ­ტით დაც­ვას სა­ჭი­რო­ებს? განა არ გაქვთ იმ­დე­ნი ზე­გავ­ლე­ნა და ავ­ტო­რი­ტე­ტი, რომ მუშ­ტის გა­რე­შე იყოს და­ცუ­ლი ჩვე­ნი რწმე­ნა, რო­მე­ლიც აქამ­დე მოგ­ვი­ტა­ნია? "- ასე მი­მარ­თავს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი, სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძე პატ­რი­არ­ქს, რი­თაც ამა­ვე დროს, MMA-ის მებ­რძო­ლის, გი­ორ­გი ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ "ქარ­თუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად ახალ მოძ­რა­ო­ბას აფუძ­ნებს".

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, „სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შაგ­თა კორ­პუ­სის შექ­მნა უნ­დათ".

„რო­გორც ჩანს, სა­ქარ­თვე­ლოს უპი­რე­ბენ ძა­ლა­დო­ბის სპი­რა­ლის ახალ სა­ფე­ხურ­ზე შეყ­ვა­ნას. სამ­წუ­ხა­როდ, ჩნდე­ბა ეჭვი, რომ ეს სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­თი­თე­ბით ხდე­ბა. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე მო­ძა­ლა­დე ჯგუ­ფე­ბის და­ორ­გა­ნი­ზე­ბას ჩვენ ვართ მიჩ­ვე­უ­ლი. ახა­ლი „არტ ინფო", ახა­ლი მო­ძა­ლა­დე ჯგუ­ფე­ბი აპი­რე­ბენ თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბით, სრუ­ლი­ად გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით იძა­ლა­დონ ყვე­ლა­ზე, ვინც კი არ მო­ე­წო­ნე­ბათ. სხვას არა­ფერს ნიშ­ნავს გი­ორ­გი ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც არის სრუ­ლი­ად ამორ­ფუ­ლი. არა­ვი­თარ კონ­კრე­ტი­კას არ შე­ი­ცავს რო­გორ აპი­რებს ქარ­თუ­ლი სიწ­მინ­დე­ე­ბი­სა და ეკ­ლე­სი­ის დაც­ვას. ეს არის ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი. თუ ეს არ არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაკ­ვე­თა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მე­სი­ჯი, მა­შინ ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­მა უნდა და­ი­ბა­რონ და გან­სა­ზღვრონ მისი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში რას გუ­ლის­ხმობს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შაგ­თა კორ­პუ­სის შექ­მნა უნ­დათ, გუ­შაგ­თა კორ­პუ­სის ფი­ლი­ა­ლის. ალ­ბათ ტყუ­ი­ლად არ გვქონ­და ირან­თან ასე­თი ახლო კონ­ტაქ­ტე­ბი, ჩვენს ფაქ­ტობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ახლა უნ­დათ, რომ ისი­ნი რო­გორც იცა­ვენ თა­ვი­ანთ რე­ლი­გი­ას, ისე და­იც­ვან მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მე ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას არა­ვის დაც­ვა არ სჭირ­დე­ბა. ის არის ძა­ლი­ან კარგ კონ­დი­ცი­ა­ში. სა­პატ­რი­არ­ქომ და კონ­კრე­ტუ­ლად პატ­რი­არ­ქმა ამა­ზე უნდა მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა.

მივ­მარ­თავ პატ­რი­არქ შიოს: განა ჩვე­ნი ეკ­ლე­სია მუშ­ტით დაც­ვას სა­ჭი­რო­ებს? განა არ გაქვთ იმ­დე­ნი ზე­გავ­ლე­ნა და ავ­ტო­რი­ტე­ტი, რომ მუშ­ტის გა­რე­შე იყოს და­ცუ­ლი ჩვე­ნი რწმე­ნა, რო­მე­ლიც აქამ­დე მოგ­ვი­ტა­ნია? - მგო­ნი, არა! ვფიქ­რობ, სა­პატ­რი­არ­ქო­მაც უნდა მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა და მო­უ­წო­დოს და დაგ­მოს ეს მიზ­ნე­ბი, თუ ის არ არის სა­გან­გე­ბოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ამ ძა­ლა­დო­ბის­თვის. ჩვენ გვიმ­ზა­დე­ბენ ახალ და ბევრ ლაშ­ქა­რა­ვას. რო­გორც ჩანს ჩემ­გან, ამ ხნის ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მე­ლიც მა­შინ ვი­ცავ­დი და მივ­დევ­დი მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სარ­წმუ­ნო­ე­ბას, რო­დე­საც აკ­რძა­ლუ­ლი იყო და რო­დე­საც „კა გე ბე-ში" იბა­რებ­დნენ ჩემს მშობ­ლებს, უნ­დათ დაც­ვა იმ ეკ­ლე­სი­ის, რო­მე­ლიც აქამ­დე მო­ვი­ტა­ნეთ.

მივ­მარ­თავ ყვე­ლა იმ ორ­გა­ნოს, რო­მე­ლიც ამით უნდა ინ­ტე­რეს­დე­ბო­დეს. თუ ეს არ არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მარ­თუ­ლი და და­გეგ­მი­ლი ძა­ლა­დო­ბა და მის მიერ შექ­მნი­ლი გუ­შაგ­თა კორ­პუ­სი, საჩ­ქა­როდ და­ი­ბა­რონ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნო­ბონ იმ შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ, რა ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს, რას აპი­რე­ბენ მო­მა­ვალ­ში მისი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ზღუ­დად. ფაქ­ტია, რომ გი­ორ­გი ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი სრუ­ლი­ად არა­ქარ­თუ­ლი წე­სე­ბით, მუშ­ტით აპი­რებს მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ოქ­ტა­გო­ნის მო­წყო­ბას. მხედ­რი­ონ­საც არ შე­ვა­და­რებ­დი. მხედ­რი­ო­ნი სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვა­დაც იბ­რძო­და, ისი­ნი მხედ­რი­ონ­საც ვერ გა­უს­წორ­დე­ბი­ან ასე­თი მიზ­ნე­ბით", - გა­ნა­ცხა­და სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, MMA-ის მებ­რძოლ­მა, გი­ორ­გი ქარ­თვე­ლიშ­ვილ­მა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად ახა­ლი მოძ­რა­ო­ბა და­ა­ფუძნა. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და­ფუძნ­და იმის­თვის, რომ ქარ­თუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და ტრა­დი­ცი­ე­ბი და­იც­ვას. ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით­ვე, მოძ­რა­ო­ბა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი, სო­ლი­დუ­რი და მაქ­სი­მა­ლუ­რად კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ თუ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის დაც­ვის­თვის იქ­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, არა­ნა­ირ საფრ­თხეს არ მო­ე­რი­დე­ბი­ან, მათ შო­რის, „მზად არი­ან თი­თო­ე­ულ ქმე­დე­ბა­ზე აგონ პა­სუ­ხი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ცი­ხე­შიც წა­ვიდ­ნენ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×