რეზონანსი
27.07.2026

 მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის, ლე­ვან ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 3000 ვა­კან­სია გა­მო­ცხად­დე­ბა.

მისი თქმით, მთავ­რო­ბამ მო­უ­წო­და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს, რომ სტა­ჟი­რე­ბის მსურ­ვე­ლე­ბის­თვის თავ­და­პირ­ვე­ლი კვო­ტე­ბი გა­ზარ­დონ, რათა ახალ­გაზ­რდებს სა­კუ­თარ რა­ი­ონ­სა და რე­გი­ონ­ში შე­ეძ­ლოთ ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბის გავ­ლა.

"პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან გა­მო­ვა­ცხა­დებთ, და­ახ­ლო­ე­ბით, 3000 ვა­კან­სი­ას სტა­ჟი­რე­ბა­ზე. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახა­ლი სის­ხლი, ახა­ლი თა­ო­ბა შე­მო­ვი­დეს სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში. წინა სტა­ჟი­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი რომ გი­თხრათ, თით­ქმის 50%-მა ან გა­აგ­რძე­ლა სტა­ჟი­რე­ბა ან და­საქ­მე­ბა უშუ­ა­ლოდ იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, რო­მელ­შიც გა­ი­ა­რა თავ­და­პირ­ვე­ლი სტა­ჟი­რე­ბა. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს ვთხო­ვეთ, რომ გა­ე­ზარ­დათ თავ­და­პირ­ვე­ლი კვო­ტე­ბი სტა­ჟი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და კი­დევ ერთხელ, აქე­და­ნაც მო­ვუ­წო­დებთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩა­შა­ლონ ეს ყო­ვე­ლი სოფ­ლის და და­სახ­ლე­ბის დო­ნე­ზე, რათა უფრო მეტ ახალ­გაზ­რდას ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­კუ­თარ რე­გი­ონ­ში და სა­კუ­თარ რა­ი­ონ­ში გა­ი­ა­როს ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ჟორ­ჟო­ლი­ან­მა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×