რეზონანსი
27.07.2026

სომხეთში რეფერენდუმი რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვმა განცხადება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.

„ბუნებრივია, განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. ასევე, საუბარი შედგა იმ განცხადების შესახებ, რომელიც ახლახან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ლიდერებმა სომხეთთან დაკავშირებით მიიღეს“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით შედგა.

„ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს ის, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა“, - აღნიშნა პესკოვმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×