რეზონანსი
25.08.2026

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ახლახან მაცნობა, რომ ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებიდან ყველა ნაღმი ამოღებული და/ან აფეთქებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ირანს ეცნობა, რომ ნებისმიერი გემი ან ნავი, რომელიც ახალ ნაღმებს განათავსებს, დაუყოვნებლივ და სისტემატურად განადგურდება.

„კოსმოსური ძალების მეშვეობით ვაკვირდებით სრუტის ყოველ კვადრატულ ინჩს, ისევე როგორც პიკაქსის მთას და უკვე განადგურებულ სამ სხვა ბირთვულ ობიექტს. ნაღმების განთავსების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სრული ძალით მოქმედებს", - აცხადებს ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×