მარიამ ვეკუა 25.08.2026

ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმის პარალელურად, პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებს და იმუქრება, რომ „სიმართლეს მოჰყვება". იმ ოპოზიცია აქცენტს „პოლიტიკურ შანტაჟზე" აკეთებს. ღარიბაშვილის ყოფილი თანამებრძოლები „ოცნებიდან" კი მიიჩნევენ, რომ ეს „უკვე ნანახი ფილმია" და ყოფილი პოლიტიკოსი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას „პოლიტიკური დევნის" იარლიყით ცდილობს.
ნატალია ჯვარიძე 25.08.2026

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ამბობს, რომ სკანდალი „ოცნების" იმიჯს დააზიანებს, თუმცა პოლიტიკურ სურათს არსებითად მაინც ვერ შეცვლის. მისი აზრით, შიდა დაპირისპირებები როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში გადამწყვეტი არ იქნება.
ქეთო გოგოხია 24.08.2026

გამოწერილი ჯარიმების ოდენობა განუხრელად მატულობს. ტენდენციამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ ჯარიმები არა წესრიგის დამყარების, არამედ ბიუჯეტის შევსების ინსტრუმენტად იქცა. სატრანსპორტო, საყოფაცხოვრებო თუ ბიზნეს-რეგულაციების დარღვევებზე დაწესებული მაღალი ტარიფები და მათი ადმინისტრირების მკაცრი, კამპანიური ხასიათი სულ უფრო მეტად ემსგავსება ფისკალურ წნეხს.
მარიამ ვეკუა 25.08.2026

2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გამოკითხვებში ყველაზე ძლიერ პოზიციაზე მემარჯვენე მარინ ლე პენი რჩება. მის მთავარ შესაძლო კონკურენტად კი სულ უფრო ხშირად სახელდება ულტა-მემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი, რომლის მხარდაჭერაც ბოლო კვლევებში გაიზარდა.
ნატალია ჯვარიძე 25.08.2026 
ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. წლიურ ტენდენციებს თუ გადავხედავთ, ახალგაზრდები უპირატესობას ინტერნეტ-ტექნოლოგიებს, ბიზნესსა და მედიცინას ანიჭებენ, ხოლო საბუნებისმეტყველო და ფუნდამენტურ ჰუმანიტარულ მიმართულებებზე მოთხოვნა ტრადიციულად კვლავ დაბალია.
მარიამ ვეკუა 24.08.2026 
ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ახალ სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წარდგენილ ახალ ბრალს არ აღიარებს. გენერალური პროკურატურის ცნობით, ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს კორუფციულ შესყიდვებს, სოლიდური ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, „სამსახურებრივ მფარველობას“ უწევდა.
მარიამ ვეკუა 23.08.2026 
შემოდგომის მოახლოებასა და „პოლიტიკური არდადეგების" დასრულებას ხელისუფლებაც და ოპოზიციაც სკანდალებით ხვდება: ერთ მხარეს „ენმ"-სა და „ახალს" შორის დაწყებული ომი და სერიოზული ურთიერთბრალდებებია, მეორე მხარეს კი - ირაკლი ღარიბაშვილის წერილები ციხიდან და „ოცნების" ყოფილ და მოქმედ ლიდერებს შორის დაპირისპირება. რას უნდა ველოდოთ შექმნილი ფონის გათვალისწინებით შემოდგომაზე?
ნატალია ჯვარიძე 22.08.2026 
ოპოზიციურ სპექტრში ბოლო დროს ხშრად კეთდება განცხადებები, რომ 2025 წელს ადგილობრივი არჩევნების მოიკოტირება შეცდომა იყო. თუმცა, ამ ფონზე, 3 ოქტომბერს დაგეგმილი საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა.
ნატალია ჯვარიძე 22.08.2026 
ორი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის „ახალისა" და „ნციონალური მოძღაობის" დაპირისპირების რეალური მიზეზი შესაძლოა მათ შორის არსებული კონკურენცია იყოს - ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრობს. მისივე თქმით, ორივე მხრიდან წამოსული ბრალდებები ძირითადად ჭორებს ეფუძნება და ზოგადად ეს დაპირისპირება მხოლოდ ოპოზიციას აზიანებს.
ქეთო გოგოხია 24.08.2026 
უცხოელი მუშახელის შემოყვანის მცდელობამ ადგილობრივ ბაზარზე დიდად ვერ გაამართლა. ბიზნესმა ამით რეალურად ვერ მოიგო, რადგან ხარჯი გაეზარდა, შესაბამისად, დასაქმების თვალსაზრისით, გარკვეული სირთულეები გამოიკვეთა და მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რასაც სექტორში ადასტურებენ. როგორც აღმოჩნდა, ბაზრის მთავარი პრობლემა კვალიფიციური კადრის დეფიციტია.
ქეთო გოგოხია 24.08.2026 
რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავი შევიდა. ამის საფუძველი რუსული ნავთობბაზებისა და გადამამუშავებელი ქარხნების შეფერხება, რამაც საწვავის მწვავე დეფიციტი შექმნა, საქართველოს მთავრობის განცხადებით, აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ჰუმანიტარული საჭიროებების გათვალისწინება შეიძლება იყოს კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
თამარ ვეფხვაძე 20.08.2026 
აშშ-ის პრეზიდენტი ღიად ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანს ნებისმიერ დახმარებას გაუწევენ. დონალდ ტრამპი მძიმე ეკონომიკურ სანქციებს აანონსებს მას შემდეგ, რაც აშშ და ისრაელი, ირანთან ომის დასრულების მიზნით, მოლაპარაკებების გზებს ეძებენ. ახლა საინტერესოა, რა შედეგი მოჰყვება ტრამპის ამ მუქარას, ან როგორ აისახება ეს ჩვენს რეგიონსა და ზოგადად საქართველოზე.
ირმა ჩიტაია 20.08.2026 
მიგრანტების შემოსვლა თუ ასე გაგრძელდა და მათი ნაკადი რუსეთიდან კიდევ უფრო მეტად დაიძრება, გამორიცხული არაა, კვლავ 2022 წლის რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ. შესაძლოა, რუსეთში შემოდგომაზე გამოცხადებულმა მობილიზაციამ გარკვეული ნაწილი ისევ საქართველოსკენ დაძრას. ჩვენ ისე უნდა მოვემზადოთ, რომ ფასების მკვეთრი რყევა და ინფლაცია არ მივიღოთ. ეკონომისტების განცხადებით, საფრთხე რეალურია. ამიტომ აუცილებელია, ბაზარზე სტაბილურობა უნდა შენარჩუნდეს, რომ ახალმა შემოდინებამ მკვეთრი ცვლილებები არ გამოიწვიოს.
ნატალია ჯვარიძე 14.08.2026 
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად პოლიტიკაში ყოფნის სირთულე და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მხარდაჭერის ნაკლებობა დასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" ერთგული რჩება. ოპოზიცია კუნჭულიას წასვლას კორუფციასა და შიდა დაპირისპირებას უკავშირებს.
ნატალია ჯვარიძე 24.08.2026 
ოფიციალური პეკინი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ თუ ირანთან ვაჭრობის გამო აშშ ჩინეთის „დასჯას" შეეცდება, ამას შედეგები მოჰყვება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ლინ ძიანი მხარეებს მოუწოდებს, რაციონალურად და თავშეკავებულად იმოქმედონ და აღნიშნავს, რომ სანქციები და ზეწოლის ტაქტიკა პრობლემების მოგვარებას არ უწყობს ხელს.
ნატალია ჯვარიძე 24.08.2026 
სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის წარდგენისას განაცხადა. |
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|