რეზონანსი
22.09.2026

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საკითხს „პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას პერსპექტივა ქართულ მართლმსაჯულებაში არც აქამდე ჰქონდა და არც ახლა აქვს“.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბრიუსელში ვიზიტისას განუცხადა.

„მე ღრმა კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები. პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას პერსპექტივა ქართულ მართლმსაჯულებაში არც აქამდე ჰქონდა და არც ახლა აქვს. აქ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×