რეზონანსი
22.09.2026

ნიკა გვარამიას განცხადებას მმართველ გუნდში ანტისახელმწიფოებრივად და შერიგების წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიად აფასებენ.

„ეს დაწყებული კამპანია ემსახურება ერთ რამეს - საქართველოში არ მოხდეს რაიმე სახის ურთიერთობის, ასე ვთქვათ, წინსვლა, შერიგების პროცესი. ისინი საფრთხეს ხედავენ ამაში, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ამ პრობლემის მოხსნა ადრე თუ გვიან საქართველოში, რასაც დეოკუპაციაც მოჰყვება და რასაც მოჰყვება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც და რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს, ასე ვთქვათ, გამოყენების სურვილი უკვე აბსოლუტურად არარეალისტური გახდება.

ვინც ამას უკვეთავს, თავის, ასე ვთქვათ, რომ იტყვიან, შორსმიმავალ პოლიტიკურ გეგმებში ამ საფრთხეს ხედავს. პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, ამ პროცესს სერიოზულად უშლიან ხელს და აზიანებენ“, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

„აფხაზებს და ქართველებს არ უყვართ ერთმანეთი. ჩვენ ვართ მტრები“ - თქვა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ერთ-ერთ პოდკასტში. გვარამიასა და ოპოზიციის სხვა ლიდერების მხრიდან ანტიაფხაზურ კამპანიაზე საუბრობენ ვეტერანები და აფხაზეთის მთავრობის წევრებიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×