რეზონანსი
23.09.2026

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი მაიამიში „დიდი ოცეულის" შეხვედრაზე მიიწვია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„მოვიწვიეთ პრეზიდენტი პუტინი "დიდი ოცეულის" შეხვედრაზე. ვფიქრობთ, ეს შესაძლებლობაა მისთვის ისაუბროს არა მხოლოდ პრეზიდენტთან (ტრამპთან), არამედ მსოფლიოს სხვა ლიდერებთანაც. იმედი გვაქვს, რომ ის მიიღებს ამ მოწვევას.

„მათ უკვე არაერთხელ ჰქონდათ საუბარი. არ ვიცი რაოდენობა, მაგრამ მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა თანამდებობა დაიკავა, მათ მინიმუმ 12-ჯერ ისაუბრეს. ასე რომ, ღია ვრჩებით ჩართულობისთვის.

რა თქმა უნდა, მთავარი იდეაა შეხვედრა, რომელიც შედეგს მოიტანდა და ეს დიდწილად იმას ნიშნავს, რომ წინასწარ ბევრი ძალისხმევა უნდა გავიღოთ. მაგრამ თუ არა, შესაძლოა, თუ პრეზიდენტი პუტინი დაესწრება "დიდი ოცეულის" შეხვედრას დეკემბერში, ეს ნამდვილად იქნება მათთვის შესაძლებლობა, რომ ისაუბრონ", - განაცხადა რუბიომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×