თამთა ჩაჩანიძე 27.11.2026

რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინის 19 ნოემბრის შეხვედრა კვლავ განხილვის საგანია. პირველი მოლაპარაკებების შემდეგ ქართულ მხარეს იმედგაცრუების საფუძველი გაუჩნდა - მოსკოვმა შვიდი ქართული კომპანიისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ნაცვლად, კიდევ ორი კომპანიის სანქცირების განზრახვა დაადასტურა. „ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ შეხვედრის შედეგები ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულების მცდელობას აბათილებს, ხოლო ოპოზიცია მოლაპარაკებების თბილისსა და მოსკოვში შესაძლო გაგრძელებას დამატებით რისკებთან აკავშირებს.
თამთა ჩაჩანიძე 27.11.2026

ბათუმის სტადიონზე „ბეშიქთაშის" გულშემატკივრებსა და ქართველ სამართალდამცველებს შორის მომხდარმა დაპირისპირებამ საქართველო პოლიტიკურ გაურკვევლობაში ჩააგდო და თურქეთთან ურთიერთობების საკითხი აქტუალურ პოლიტიკურ თემად აქცია. ანკარამ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვა, უეფამ კი უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ უწყებებს დააკისრა.
თამარ ვეფხვაძე 26.11.2026

2026 წლის 25 ნოემბრიდან საქართველოში ტანსაცმლის, თეთრეულისა და ფეხსაცმლის იმპორტზე ახალი გადასახადი ამოქმედდა. ადგილობრივი მწარმოებლებისა და ექსპერტების შეფასებით ეს გადასახადი არა მარტო იმპორტირებულ პროდუქციას, არამედ ადგილობრივ წარმოებასაც გააძვირებს. მომავალი წლიდან მომხმარებელს სავაჭრო ობიექტებში გაზრდილი ფასი დახვდება.
თამარ ოყუჯავა 27.11.2026

„დიდი ოცეულის" 21-ე სამიტამდე, რომელიც 2026 წლის 14-15 დეკემბერს ფლორიდაში გაიმართება, საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების ყურადღება ერთ მთავარ კითხვაზეა მიპყრობილი: გადაიქცევა თუ არა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ფორუმი უკრაინის ომის დასრულებისკენ მიმართულ გეოპოლიტიკური მოლაპარაკებების მთავარ ასპარეზად.
თამთა ჩაჩანიძე 26.11.2026 
28 ნოემბერს ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს, თუმცა რამდენად შეძლებენ ორგანიზატორები ხალხის მობილიზებას და რამდენად მრავალრიცხოვანი იქნება პროტესტი, ჯერჯერობით უცნობია. ბოლო პერიოდში აქციებზე მოქალაქეთა რაოდენობის შემცირების ფონზე, კვლავ აქტუალური ხდება კითხვა, საზოგადოების პასიურობას გადაღლა განაპირობებს, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები, თუ ოპოზიციის მიმართ არსებული იმედგაცრუება?
თამარ ოყუჯავა 26.11.2026 
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმრო დაწესებულებიდან ახალ წერილს ავრცელებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი კვლავ არ ასახელებს კონკრეტულ გვარებს და არც ახალ ფაქტობრივ მტკიცებულებებს აქვეყნებს, თუმცა მისი რიტორიკა უშუალოდ მმართველი გუნდისა და საგამოძიებო უწყებების წინააღმდეგ არის მიმართული.
თამთა ჩაჩანიძე 26.11.2026 
საქართველოს ხელისუფლება გარკვეულწილად იმედგაცრუებულია მინსკში გალუზინი-ზურაბაშვილის პირველი შეხვედრით, თუმცა ამ ფორმატში მოლაპარაკების გაგრძელებას აუცილებლად მიიჩნევს. ამ თემაზე საუბრისას პრემიერმა კობახიძე კიდევ ერთხელ, ამეჯრად რუსეთთან დაკავშირებით ახსენა „დიფ სთეითი" და რუსეთის ხელისუფლებას მოწოდებითაც მიმართა. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ამ ახალი ფორმატიდან საქართველომ რეალურად მიიღო „ნული შედეგი და მეტი ზეწოლა" რუსეთის მხრიდან.
თამთა ჩაჩანიძე 25.11.2026 
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა 30 ნოემბერს განახლდება. პროცესი, რომელიც 21 ოქტომბერს დაიწყო, უკვე 18 სხდომას მოიცავს. თითქმის ერთთვიანი განხილვის განმავლობაში მხარეებმა ერთმანეთის მიმართ არაერთი პრეტენზია და შუამდგომლობა დააყენეს, სხდომები კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, რამდენიმე წარმომადგენელი კი დარბაზიდან გააძევეს.
თამთა ჩაჩანიძე 25.11.2026 
ევროკავშირის გაფართოების პროცესში ახალი წესების შემოღება საქართველოში პოლიტიკური შეფასებების საგანი ხდება. ხელისუფლება 10-წლიან გამოსაცდელ ვადას ევროკავშირში გაწევრიანების გაუფასურებად აფასებს და ევროპულ ბიუროკრატიას აკრიტიკებს, თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ახალი მექანიზმი კანდიდატი ქვეყნებისთვის დემოკრატიული და ეკონომიკური სტანდარტების დაცვის დამატებითი გარანტიაა.
თამარ ვეფხვაძე 25.11.2026 
უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, ხორბალზე საიმპორტო გადასახადი არი დაწესდა. იმპორტირებული ხორბალი უკვე გაძვირდა და წლის ბოლომდე, შესაძლოა, ფქვილიც გაძვირდეს. პარალელურად დადგება პურის ფასის საკითხიც, რომელიც შეიძლება გაიზარდოს.
ქეთო გოგოხია 25.11.2026 
ავტომობილების ბაზარზე ვითარება ჯერჯერობით სახარბიელო არ არის. როგორც ადგილზე, ისევე რეექსპორტის მიმართულებით დინამიკა შენელებულია, რაც გლობალურ პროცესებს უკავშირდება. გარკვეული უარყოფითი გავლენა რეგულაციების გამკაცრებამაც იქონია. ავტოიმპორტიორები მდგომარეობის გამოსწორებას დეკემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან.
თამარ ვეფხვაძე 24.11.2026 
პროფესიული განათლების მიმართ სახელმწიფოს მიდგომა მომავალზე ორიენტირებულია. მთავრობის ეს მიდგომა გაცხადებულია, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანაში სხვადასხვა პროფესიებში კადრების დეფიციტია და ამ პრობლემის აღმოფხვრა ვერ ხერხდება. სპეციალისტების შეფასებით, ხარისხიანი პროფესიული განათლება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი საწინდარია.
ირმა ჩიტაია 24.11.2026 
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღების საკითხზე ევროკომისიის შეთავაზებას საქართველოს მთავრობაში მიესალმებიან. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე ცვლილება ადასტურებს ხელისუფლების პოზიციას, რომ ობიექტთან დაკავშირებული ადრინდელი მოლოდინი და შეხედულება რეალუს ფაქტებს არ ეფუძნებოდა.
თამარ ოყუჯავა 27.11.2026 
საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში სუროგაცია ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი და დინამიკური მიმართულებაა. პოლიტიკური და სამართლებრივი დისკუსიების მიღმა, ეს სფერო კონკრეტულ ადამიანურ ისტორიებს, სამედიცინო გამოწვევებსა და სოლიდურ ფინანსურ დანახარჯებს მოიცავს.
თამარ ოყუჯავა 26.11.2026 
22 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ს ლიდერების ყოველწლიურ შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ერევნის მიმართ წაყენებული ულტიმატუმის შედეგებს შეაჯამებენ. სომხური და რეგიონული მედიასაშუალებები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ამ სხდომაზე, სავარაუდოდ, სომხეთს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობას ოფიციალურად შეუჩერებენ. ვითარებას განსაკუთრებულად დრამატულს ხდის ის ფაქტი, რომ, წინასწარი ინფორმაციით, ამ სხდომას სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანიც დაესწრება.
თამარ ოყუჯავა 25.11.2026 
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რუსეთი ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების მიზანმიმართულ ესკალაციაში დაადანაშაულა. ბუნდესტაგში 2027 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მან განაცხადა, რომ მოსკოვის ამბიციები უკრაინის საზღვრებს სცდება და ევროპამ რუსეთს მკაფიო საზღვრები უნდა დაუწესოს. |
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|