რეზონანსი
26.10.2026

სერბეთის საარჩევნო კომისიის ბოლო ანგარიშით, პარტიამ „სტუდენტური სია“ ხმათა 52.33% მიიღო, პარტიამ „ალექსანდარ ვუჩიჩი – გაერთიანებული სერბეთმა“ კი – 39.44%.

ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სერბეთის ცესკო-მ 7 998 საარჩევნო უბნის მონაცემები დაითვალა და ამ დროისთვის „სტუდენტურმა სიამ“ 2 158 583 ხმა მიპოვა, ვუჩიჩის პარტიამ – 1 626 684 ხმა.

ამასთან, პარტიამ „ივიცა დაჩიჩი – სტაბილურობის ფაქტორი“ 90 486 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 2.19%-ს შეადგენს.

სერბეთის საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებზე საკუთარი პოზიცია ამომრჩეველთა 68.76%-მა დააფიქსირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×