მთავარი ამბები
თამთა ჩაჩანიძე
27.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმეზე მეხუთე სხდომაც მხარეთა პოზიციების წარდგენას დაეთმო. ტრიბუნა ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ეკავათ, რომლებმაც სასამართლოს წინაშე საკუთარი არგუმენტები წარმოადგინეს და იმაზე ისაუბრეს, თუ რატომ მიიჩნევენ მმართველი გუნდის სარჩელს დაუსაბუთებლად. მათი მთავარი გზავნილები ეხებოდა როგორც პარტიის აკრძალვის სამართლებრივ საფუძვლებს, ისე საქმის პოლიტიკურ კონტექსტს.

რეზონანსი
27.10.2026

ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის ფონზე, საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური ვაკუუმის საშიშროება ჩნდება. „გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარტიის გაუქმების შემთხვევაში საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ. რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვება პარლამენტის პრაქტიკულად ერთპარტიულად დარჩენას და რატომ მიიჩნევენ ექსპერტები, რომ ოპოზიციამ ბრძოლა შიგნიდან უნდა განაგრძოს?

თამარ ვეფხვაძე
27.10.2026

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა კანონპროექტი, რომლითაც გაზისა და წყლის ტარიფიც ისეთივე დიფერენცირებული იქნება, როგორიც ელექტროენერგიის შემთხვევაშია. მართალია, საბოლოოდ, პარლამენტმა ახალი ტარიფის დადგენის ვადად 2036 წლის 1-ლი იანვარი განსაზღვრა, მაგრამ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლებას ეს ცვლილება ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების ტარიფის გასაზრდელად სჭირდება. 

რეზონანსი
26.10.2026

ევროპელი პარტნიორების მიერ უკვე დაფინანსებული შეიარაღება პენტაგონის დასტურს ელოდება. სანამ უკრაინა საჰაერო თავდაცვის რაკეტების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის, ვაშინგტონსა და კიევში დაყოვნების მიზეზებზე განსხვავებულ არგუმენტებს ასახელებენ.

თამთა ჩაჩანიძე
27.10.2026

ორი დღის წინ უნგრეთის საპარლამეტო არჩევნების შედეგებმა ქართულ ოპოზიციაში ახალი დისკუსია და შიდა დაპირისპირება გამოიწვია. კამათის თემაა, რომელი სცენარია უფრო მისაღები ოპოზიციის მიერ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის არჩევნებში დასამარცხებლად - უნგრული, სადაც გადამწყვეტ როლს გამოკვეთილი ლიდერი ასრულებს, თუ სერბული, სადაც მთავარი ძალა ლიდერის გარეშე მოქმედმა სტუდენტურმა მოძრაობამ აჩვენა.

თამთა ჩაჩანიძე
26.10.2026

ორდღიანი შესვენების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე განხილვა ორშაბათს განახლდა.

თამთა ჩაჩანიძე
26.10.2026

ევროკომისია 4 ნოემბერს გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელშიც საქართველოს საკითხსაც დაეთმობა ყურადღება. წყაროების ინფორმაციით, ევროკავშირი სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო ვადებზე მსჯელობს, საქართველოსთვის კი მსგავსი ვადა დასახელებული არ არის, მოსალოდნელია კრიტიკაც, თუმცა სტატუსი შეუნარჩუნდება.

თამთა ჩაჩანიძე
25.10.2026

ოპოზიცია საპროტესტო აქციების ახალ ტალღას იწყებს ლოზუნგით - „საქართველო ივანიშვილის გარეშე", რომელიც, ოპოზიციის გეგმით, ყოველდღიურად უნდა გაფართოვდეს და 28 ნოემბერს, პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების წლისთავზე, ყველაზე მასშტაბურ აქციამდე მივიდეს.

თამთა ჩაჩანიძე
25.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების შესაძლო აკრძალვის საქმეზე არსებითი განხილვა იწყება. აქამდე გამართული პროცესების ფონზე, ოპოზიციური პარტიებისა და მათი ინტერესების დამცველების მთავარი პრეტენზია უცვლელია - მათი განცხადებით, ვერც მოსარჩელე მხარე, საპარლამენტო უმრავლესობა, და ვერც თავად სასამართლო ვერ ასაბუთებენ, კონკრეტულად რა დანაშაულებრივ ქმედებებსა თუ ბრალს უყენებენ თითოეულ პარტიას.

ირმა ჩიტაია
27.10.2026

ოქროს გლობალურმა ფასმა ბოლო თვეებში მკვეთრი კლება განიცადა. ერთი უნცია 5500 დოლარიდან 3995 დოლარამდე დაეცა. ფასების ვარდნა მყისიერად აისახა ქართულ ბაზარზეც, სადაც ყველა სინჯის ოქრო შესამჩნევად გაიაფდა. სპეციალისტების შეფასებით, ცვლილება, ძირითადად, ნავთობის ბაზარზე არსებულმა არასტაბილურობამ განაპირობა, ნოემბრიდან კი ტენდენცია ალბათ შეიცვლება და ძვირფასი ლითონი კვლავ გაძვირებას დაიწყებს. 

ირმა ჩიტაია
26.10.2026

მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ენერგობაზარზე რაიმე დიდი კრიზისი ან მასშტაბური შოკი არ იკვეთება, ნავთობკომპანიები შექმნილ ვითარებას მაქსიმალური მოგების მისაღებად იყენებენ. მიწოდების ჯაჭვებში არსებული მცირე შეფერხებები, იქნება ეს სუეცის არხის მუშაობის ხარვეზები თუ რეგიონული დაძაბულობა, რეალურად არ არის იმის საფუძველი, რომ მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის დეფიციტი შეიქმნას. პარალელურად, რუსულ ნავთობზე დაწესებული გარკვეული შეზღუდვების მოხსნამ და გამოცხადებულმა 60-დღიანმა მორატორიუმმა, წესით ბაზარი უნდა დაასტაბილუროს, თუმცა ფასი მიუხედავად ამისა, მაინც მზარდია.

ქეთო გოგოხია
26.10.2026

წლის ბოლოს გაზისა და წყლის გადასახადები დაკორექტირდება. მართალია, მოსალოდნელ ცვლილებაზე ოფიციალურად სემეკში ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა ცნობილია, რომ ტარიფების გადახედვა მარეგულირებელს გეგმიურად უწევს.  სპეციალისტები არ გამორიცხავენ, გადასახადი კომერციულ სექტორს გაუძვირდეს, მოსახლეობისთვის კი მეტ-ნაკლებად შენარჩუნდეს, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება ტარიფის ზრდის უარყოფით გავლენას მოსახლეობა ყველა შემთხვევაში იგრძნობს, რადგან  გაზრდილი გადასახადი სამომხმარებლო ფასებზე იმოქმედებს.

ქეთო გოგოხია
26.10.2026

მოსავლის მოყვანის ხარჯი წელს, ფაქტობრივად, გაორმაგდა, რის გამოც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ყველა რეგიონში შეფერხებით მიმდინარეობს. საწვავის მაღალი ფასისა და გაზრდილი ხარჯების ფონზე, მიწის დამუშავებისა და სეზონური სამუშაოების ჩატარება მკვეთრად გაძვირდა. მწარმოებლების თქმით, დიზელის გაძვირება სექტორს დიდ ფინანსურ რისკს უქმნის.

რეზონანსი
23.10.2026

„ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის დაკავებამ სამშობლოს ღალატის უმძიმესი ბრალდებით, ქვეყანაში მწვავე ვნებათაღელვა გამოიწვია. სანამ პროკურატურა დავით გარეჯის თემით მანიპულირებასა და სახელმწიფო ინტერესის დაზიანებაზე საუბრობს, მედიასექტორი და იურისტები ხელისუფლების მხრიდან შურისძიებასა და სიტყვის თავისუფლებისთვის საშიში პრეცედენტის შექმნაზე მიუთითებენ. რას ეფუძნება გამოძიების სკანდალური ბრალდება, რატომ უკავშირებენ ამ საქმეს ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და რა ელის დაკავებულ ჟურნალისტს?

რეზონანსი
26.10.2026

სერბეთში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სერბეთის გრძელვადიანი ლიდერის, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესული პარტია" დამარცხდა „სტუდენტურმა სიასთან".

რეზონანსი
24.10.2026

საფრანგეთი მასშტაბური საპროტესტო ტალღის, შეზღუდვებისა და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. საქმეში 70 000 პოლიციელია ჩართული, ათასობით დემონსტრანტი დაკავებულია.

















Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×