რეზონანსი
26.10.2026

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფოთ­ში 4 შვი­ლის დედა ქმარ­მა ჯერ ბა­ლი­შით გა­გუ­და, შემ­დეგ კი ოთხში ბუ­ნებ­რი­ვი აირი გა­უშ­ვა. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ კაც­მა 112-ში დი­ლით და­რე­კა. ად­გილ­ზე მი­სულ სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას ქალი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, გარ­დაც­ვლი­ლი ქალი ინგა ყა­ლი­ჩა­ვაა. ხოლო მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ბრა­ლად სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი ედე­ბა, მისი მე­უღ­ლე აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ზაზა კარ­ბა­ია, რო­მე­ლიც ახლა წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­შია.

47 წლის გარდაცვლილი ქალი ფოთში აკაკის ქუჩაზე ერთ-ერთ საშაურმეში მუშაობდა.

შსს-ს ცნობით, მამაკაცი, რომელმაც მეუღლე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაგუდა ცხელ კვალზე დააკავეს, სასჯელი კი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გუ­შინ შემ­ხვდა ის კაცი, ახალ­გაზ­რდა კა­ცია. აზ­რზე არ ვარ რა და­ე­მარ­თათ. წა­იყ­ვა­ნეს მა­შინ­ვე. ვინ არ იყო სახ­ლთან... ახა­ლი მცხოვ­რე­ბე­ბი არი­ან. გოგო გა­უ­თხოვ­დათ ახლა და ქორ­წი­ლი უნდა ჰქო­ნო­დათ. დიდი შვი­ლე­ბი ჰყავთ. ერთი გა­თხო­ვი­ლია, მე­ო­რე უცხო­ეთ­ში ჰყავ­თო.

ძა­ლი­ან კარ­გი კაცი იყო, მშვე­ნი­ე­რი, მუშა, არ ვიცი რა მო­უ­ვი­დათ. ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი იყო, ხმა არ გაგ­ვი­გო­ნია მაგ ოჯა­ხი­დან" - აცხა­დე­ბენ გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მე­ზობ­ლე­ბი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×