რეზონანსი
25.10.2026

ამ ახალგაზრდებს რომ უსწორდებიან ხელკეტებით, როგორი ცემა-ტყეპა გამართეს, არ ინდობენ არც ქალს, არც მოხუცს, ამაზე რომელიმე ევროპარლამენტარმა ხმა ამოიღო? რომელიმე ევროჩინოვნიკმა ხმა ამოიღო? არა, მაგრამ საქართველოში მხარს უჭერდნენ პოლიციელის ცოცხლად დაწვას და პარლამენტის გადაწვას, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ევროპაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს არის ორმაგი სტანდარტი.

„მე ვწუხვარ, მაგრამ თავის თავს მოჰკითხონ. ჩვენთან არის მშვიდობა, ჩვენ მათ არ დავუჯერეთ, დავიცავით ქართული ინტერესები, სახელმწიფოს ინტერესები და ამიტომაც დღეს ვდგავართ ჩხოროწყუში, გუშინ წალენჯიხაში და ქალაქის დღეს ვზეიმობთ. მშვიდობაა და ხალხი ერთმანეთს კი არ უშენს ცეცხლს და მახვილს, არამედ ღიმილით ეუბნებიან, რომ გამარჯვებისა იყოსო და ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×