რეზონანსი
23.10.2026

ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 21 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყოფილ კაპიტანს შაბათს ზღვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გიორგი ნემსაძის არაერთი ინტერვიუ ვრცელდება სოციალურ ქსელში, მათ შორის არის Europetime-ის მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც ყოფილი კაპიტანი საუბრობს იმ ემოციებზე, თუ რა განცდა ჰქონდა მას შემდეგ, რაც ფეხბურთს თავი დაანება:

„ფეხბურთს რომ მორჩები, კვირა არ გადის, რომ სიზმარში არ ვნახო ან ხელშეკრულებას ვაწერ ხელს, ან გოლს ვიტან, რაღაც ფრაგმენტები მესიზმრება… ფეხბურთი მიყვარს… ერთი სიცოცხლე მოვრჩი, როცა ფეხბურთს თავი დავანებე“ – ამბობდა გიორგი ნემსაძე.

ცნობისთვის, გიორგი ნემსაძე ბოლო პერიოდში საქართველოს 18-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა. 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“, 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“, 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“, ასევე

გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“, თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული

აქვს 69 მატჩი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×