რეზონანსი
24.10.2026

ცნობილია სავარაუდო ადგილი, სადაც  ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები დიდი ალბათობით აბუ-დაბიში გაიმართება. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, კიევი დიპლომატიური პროცესის გასაგრძელებლად ნებისმიერ მომენტშია მზად, თუმცა ამერიკული მხარის შუამავლობითა და ოსლო-სანქტ-პეტერბურგის კონსულტაციების ფონზე - საბოლოო პროგრესი ისევ მოსკოვის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

"ჩემი გუნდი და მე ვესაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებს - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს. ვისაუბრეთ ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში შეხვედრების შედეგებზე და როგორ შეგვიძლია წინ წავწიოთ დიპლომატია ამ ნოემბერს.

შეთანხმება გვაქვს სამმხრივი შეხვედრის ჩატარებაზე - უკრაინა, ამერიკა, და რუსეთი - გუნდების დონეზე. გეგმაა ნოემბრის პირველ ნახევარში შეხვედრა. ჩვენ ნებისმიერ დღეს მზად ვართ შეხვედრისთვის - ხვალაც კი. მაგრამ ყველაფერი რუსებზეა დამოკიდებული. სამმხრივ შეხვედრას ასევე ველოდით ოქტომბერში. მაგრამ ის არ შედგა - ვინაიდან რუსებმა შეხვედრის არგამართვის მორიგი მიზეზი მოიგონეს.

ახლა ყველას გვჭირდება, რომ ვფოკუსირდეთ ამ შეხვედრების ჩატარებაზე - ამერიკასთან, ევროპასთან და ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად. შესაძლებელია მათი ჩატარება ამერიკის გარეშე ან რუსეთზე ამერიკული ზეწოლის გარეშე? სავარაუდოდ, არა. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკა ამას პრიორიტეტად შეინარჩუნებს ყველა დონეზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

კრემლმაც გამოთქვა მზაობა ნოემბერში სამმხრივი ფორმატის განახლების თაობაზე. პარალელურად, დასავლურ პრესაში იწერება, რომ აშშ-ის მხრიდან მზადდება უკრაინული სამშვიდობო ინიციატივებისა და უსაფრთხოების გარანტიების განახლებული პაკეტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×