რეზონანსი
24.11.2026

სერგო თეთრაძის მეუღლე, ნანა თეთრაძე საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ანა წითლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს „ქრონიკასთან" ეხმაურება. ნანა თეთრაძე ამბობს, რომ მათ ცინიზმს საზღვარი არ აქვს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში წამება, ციხეში წამება, უკანონოდ გაყვანა ციხიდან, შევიწროება - რომელი ერთი არ გაიარა ჩემმა მეუღლემ. თქვენ არ იცით, ჩემთვის პირადად ეს როგორი ტრავმაა. ცინიზმს საზღვარი არ აქვს. თვითონ მათ ინტერესებშია, რომ გაჩუმდნენ ერთხელ და სამუდამოდ", - განაცხადა ნანა თეთრაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ანა წითლიძემ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულზე - სერგო თეთრაძის საქმეზე, კონკრეტულად თეთრაძის გვამის ეგზგუმაციის შედეგების შესახებ კითხვები თავად დასვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×