რეზონანსი
24.11.2026

ძალადობრივ აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა ზურა ცეცხლაძე ვასო ელიავას ფეისბუქ სტატუსს პასუხობს და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ ერთ-ერთ პატიმართან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას განმარტავს. 

ვასო ელიავამ გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც ზურა ცეცხლაძე, გათავისუფლებული პირების მიმართ მის მიერ გამოთქმული კრიტიკის გამო გააკრიტიკა და დაწერა:  „ამ ხნის კაცი ქოფაკივით რას დასდევ ამ გამოსულ პატიმრებს?“

პასუხად ზურა ცეცხლაძემ მიუგო, რომ საქმე ეხება მძიმე დანაშაულის აღიარებას და შეწყალების თხოვნის დაწერით, „ბეჭედს ასვამს ბრალდებას.“

„შენი პოზიცია ვერ გავიგე. კაცი, რომელიც ჩემი შვილის ჯგუფის წევრად გასამართლდა, 11 დღით ადრე გამოდის შეწყალებით, აღიარებს უმძიმეს დანაშაულს, ამბობს რომ მას არ დაუწერია შეწყალება და ჩემს შვილს მოუწოდებს დაწეროს და გამოვიდეს. კიდევ კარგად შევიკავე თავი. მთელი ორი წელია ვუმტკიცებ საზოგადოებას, დავდივარ ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ და ვუხსნი მოსახლეობას რომ, არანაირი ჯგუფი არ არსებულა და საქმე შეთითხნეს მეთქი და ეს ბეჭედს ასვამს ბრალდებას. ახლა რა პირით მივიდე იგივე საზოგადოებასთან?“ - წერს ცეცხლაძე. 

ცნობისთვის, ზვიად ცეცხლაძის მამამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმარზე დაწერა:  "ეს რეებს ბოდავს, მე არ დამიწერია შეწყალებაზეო და თქვენ დაწერეთო? მაგას შეწყალების თხოვნის გარეშე არავინ გამოუშვებდა.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×