რეზონანსი
10.06.2024

არავითარი ჟივილ-ხივილი ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ფსევდოლიბერალური ფრთა საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს განიცდის მთელ რიგ ქვეყნებში - ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგად, ევროპარლამენტის კონფიგურაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში კონსერვატიულად მიდგომებმა გაიმარჯვა.

"მთლიანად ევროპარლამენტის კონფიგურაცია მნიშვნელოვნად არ არის შეცვლილი. აქ საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მთელ რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით, საფრანგეთი და გერმანია მინდა მოვიყვანო მაგალითად, სწორედაც ამ კონსერვატიულად მიდგომებმა, ხედვამ გაიმარჯვა. ეს არის რეალობა. ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. არავითარი ჟივილ-ხივილი ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ფსევდოლიბერალური ფრთა საკმაო სერიოზულ პრობლემებს განიცდის მთელ რიგ ქვეყნებში," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ" (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა. მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა „სოციალისტებისა" და „დემოკრატების" (S&D) ბლოკი 139 მანდატით. ლიბერალურმა „ევროპულმა განახლებამ" 22 ადგილი დაკარგა, „მწვანეებმა" კი 20 და არჩევნებში 80 და 52 მანდატი მოიპოვეს. მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფები „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები" (ECR) და "იდენტობა და დემოკრატია" (ID) - 73 და 58 მანდატი. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ჯგუფს დაუჭერს მხარს 95 დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×