რეზონანსი
06.06.2024

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი „ქრონიკასთან" აცხადებს, რომ ადვოკატი მაია მწარიაშვილი იმის თქმას ცდილობს, რომ გიორგი მიქაუტაძეს შემოსავალი არ ჰქონდა რომ შეეძინა ესა, თუ ის აქტივი, თუმცა დოკუმენტურად სხვა რამ დგინდება.

„მხარე [ადვოკატი მაია მწარიაშვილი] იმის თქმას ცდილობს, რომ გიორგი მიქაუტაძეს შემოსავალი არ ჰქონდა რომ შეეძინა ესა, თუ ის აქტივი. დოკუმენტურად დგინდება [რომ აქვს]. თუ მის ოჯახს, მშობლებს აქვთ და ჰქონდათ შემოსავალი, ეს თუ დადგენილია, რა არის გასაკვირი, რომ თავიანთ შვილს მისცეს კონკრეტული თანხა. ნათლად ჩანს, ვინ არის მართალი და სწორი ინფორმაციის გამავრცელებელი და ვინ უბრალოდ ცდილობს, რომ ისე წარმოაჩინოს საკითხი, რომ სხვა მიზნებს მოემსახუროს. ჩვენ სხვა მიზნებს ამ დავაში არ ვიხილავთ" , - აღნიშნა ადვოკატმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე ყოფილი პროკურორის მაია მწარიაშვილისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს. მიქაუტაძემ მწარიაშვილს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ყოფილმა პროკურორმა მედიის საშუალებით მოსამართლის დეკლარაციასთან და მის შემოსავლებთან დაკავშირებით თითქოს უზუსტობები გამოააშკარავა. საუბარია მოსამართლისთვის დედისგან ნაჩუქარ თანხაზე. ამ სამართლებრივი დავის ფარგლებში მიქაუტაძე სიმბოლურად 14 ლარს და ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×