რეზონანსი
06.06.2024

უკრაინის ხელისუფლება უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მიდის F16 ტიპის გამანადგურებლებისთვის პილოტების მომზადება. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Politico წერს.

არსებული ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ არაერთხელ აცნობა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, რომ მზადაა გაგზავნოს აშშ-ში 30 პილოტი სწავლის გასავლელად. თუმცა, როგორც Politico-ს წყაროები ამბობენ, აშშ მზადაა სექტემბრის ბოლომდე არიზონაში მდებარე ბაზაზე მხოლოდ 12 უკრაინელი პილოტი გადაამზადოს.

გამოცემის ინფორმაციით, რუმინეთსა და დანიაში მდებარე მომზადების ცენტრები ასევე ვერ მიიღებენ იმდენ უკრაინელ პილოტს, რამდენიც კიევს სურს.

ბელგია, დანია, ნიდერლანდები და ნორვეგია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე უკრაინას 60-ზე მეტ F16 ტიპის გამანადგურებელს გადასცემენ. უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, F16 ტიპის გამანადგურებლები დაეხმარება უკრაინას, უფრო ეფექტურად გაუწიოს წინააღმდეგობა რუსულ არმიას, თუმცა, როგორც Politico წერს, დასავლელი მოკავშირეები არ მიიჩნევენ, რომ უკრაინისთვის F16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემა რადიკალურად შეცვლის ფრონტზე არსებულ ვითარებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×