რეზონანსი
06.06.2024

ფაქტია, რომ ეს ადამიანები სულ უფრო ხშირად ახსენებენ სიტყვა მაიდანს და ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს. ისინი ცდილობენ, რომ ჩვენი საზოგადოება შეაჩვიონ ამას და მაიდანის შეჩვევა ნიშნავს სისხლის ღვრის, უბედურების შეჩვევას. ამ მზაკვრულ გეგმებს არანაირი ახდენა არ უწერია, გამორიცხულია, - ასე გამოეხმაურა რატი იონათამიშვილი გიორგი რუხაძის განცხადებას მაიდანის შესახებ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საქართველოში მოვლენების ასეთ განვითარებას საუბარი და ოცნება ქვეყნის ღალატის ტოლფასია.

„საქართველოში მაიდანიზაცია არასოდეს მოხდება, მაგრამ ეს ადამიანები კოორდინირებულად ამაზე რომ საუბრობენ და ოცნებობენ, ეს უკვე არის ამ ქვეყნის ღალატის ფასი. ამას ამბობენ ცალკეული პოლიტიკოსები, გარე აქტორები, ვითომ „ენჯეოების", ამ დროს პოლიტიკური „ენჯეოების" წარმომადგენლები და ცხადია, ეს მათი საერთო კოორდინირებული გზავნილი არის და ამით საბოლოო ჯამში თვითონ ადგენენ საკუთარი მავნებლური ბუნებისა და ორგანიზაციების რეესტრს", - აცხადებს იონათამიშვილი

უკრაინაში მაიდანის საპროტესტო გამოსვლებსა და წინაპირობაზე ერთ-ერთ ტელეეთერში სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ ისაუბრა, პარალელი გაავლო საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან და თქვა, რომ თუ „ქართული ოცნება" იმოქმედებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, აუცილებლად მიიღებენ მაიდანს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×