რეზონანსი
06.06.2024

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა როდესაც სრულიად ელექტრონულ წესზე გადავა საარჩევნო მარათონი, წარმოუდგენელია, ვინმემ რამე მანიპულაცია გაბედოს და თქვას, რომ აჩევნები გაყალბდა

„მუდმივად არის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მცდელობა, დისკრედიტაცია მოახდინონ უკვე საარჩევნო პროცესის. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე თავდასხმები აქამდეც გვინახავს. დღეს კიდევ განსაკუთრებით, როდესაც სრულიად ელექტრონულ წესზე გადავა საარჩევნო მარათონი, წარმოუდგენელია, ვინმემ რამე მანიპულაცია გაბედოს და თქვას, რომ არჩევნები ისე არ დასრულდა, ან გაყალბდა ან სხვა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცესკომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: ბოლო პერიოდში, არჩევნებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება უსაფუძვლო განცხადებები და შეფასებები, მათ შორის ქვეყნის გარეთაც, რაც მთლიანად საარჩევნო პროცესს აზიანებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×