ელზა პაპოშვილი
04.06.2024

დუშეთში ოჯახის წევრის დაჭრის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. მას საკუთარი სიძის დაჭრას ედავებინ. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როცა პოლიციის თანამშრომელი დასთან დუშეთში სტუმრად მივიდა. მას კონფლიქტი დის მეუღლესთან მოუვიდა. მათ დაპირისპირება ეზოში განაგრძეს, რა დროსაც ბრალდებულმა სამართალდამცველმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და სიძე მძმედ დაჭრა. 

„სიძესთან მივიდა სტუმრად, დის სანახავად  ყოფილა დუშეთში. იქ რა მოხდა, რაზე დაიწყო დაპირისპირება, არ ვიცით. სიძესთან რაღაც კონფლიქტი მგონი ადრეც ჰქონდა. სახლში უჩხუბიათ და მერე ეზოში გამოსულან. ამ დროს ამოუღია ამ პოლიციელს იარაღი და უსვრია. სამი გასროლის ხმა იყოო. ნასვამები იყვნენ თუ რა იყო, არ ვიცით. ჩვენც მერე გავიგეთ, რომ სიძე ცოლის ძმამ დაჭრაო. ეს ბიჭი პოლიციელი ყოფილა. სიძე, როგორც ვიცი, მძიმედ არის დაჭრილი. სხვა დეტალები არაფერი ვიცით“, - ჰყვებიან ადგილობრივები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს  მიერ გავრცელებულ განცახდებაში კი ვკითხულობთ: 

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება წარმართა. გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი, მოპოვებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, რის შემდეგაც, სამართალდამცავი იქნა დაკავებული“, -  ნათქვამია ინფორმაციაში.

დაკავებულს ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში წარედგინა ბრალი. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×