რეზონანსი
26.05.2024

გუშინ, თუმანიშვილის თეატრის მსახიობებმა, მათ შორის, გიორგი და ზურა ყიფშიძეებმა გამჭვირვალობის კანონი გააპროტესტეს თეატრის სცენიდან, ბანერებით - "არა რუსულ კანონს", „არა რეპრესიებს“ და სცენაზე გამოტანილი ჰქონდათ მსახიობებს საქართველოს დროშა.

ამასთან დაკავშირებით „შეაჩერე კორუფციის“ თანადამფუძნებელი და ნაცმოძრაობის ყოფილი წევრი ქეთევან ენუქიძე წერს:

"გამორჩეული ადამიანის სიტყვას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როცა მართალ ხალხთან დგას.

ძალიანაც უხდება ეს სწორი ადგილი ზურა ყიფშიძეს!

არც ერთი ნიჭიერი ადამიანი არ უნდა დარჩეს სიბნელის მხარეს.

მონუმენტივითაა და ძალიან უხდება!

დიახ!"

სხვათა შორის, იმავე სპექტაკლში მონაწილეობდა მსახიობი  ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი, რომელმაც სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვა გამოაქვეყნა და საჯაროდ განაცხადა, რომ  მისი პოზიცია არ ემთხვევა იმ კოლეგების პოზიციას, რომლებმაც “გამჭვივრალობის კანონის” საწინააღმდეგო ბანერები გაშალეს სცენაზე, გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ სცენა არ არის პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ადგილი.

„ჩემი პოზიცია არ ემთხვევა იმ პოზიციას რა პოზიციაც დაფიქსირდა. გარდა ამისა, სცენა არ მგონია, რომ პოლიტიკური განცხადებების ადგილია. პოლიტიკური სათქმელი შეიძლება თქვას რეჟისორმა და მსახიობმა საქმით, სპექტაკლით! მოქალაქეობრივი პოზიციისთვის არსებობს სხვა არა ერთი ადგილი და არსად არავინ იზღუდება. ამიტომ ვერ და არ ვიზიარებ ამ პროტესტს: 1 - არ ვეთანხმები იმ შინაარსს რაც აღმართულია სცენაზე ბანერების სახით და 2 - სცენა არ მიმაჩნია, რომ ამისთვისაა. მინდა გთხოვოთ ყველას და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თხოვნას ყურად იღებთ! ჩემს მეგობრებს, კოლეგებს თუ არ ეთანხმებით, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას. ყველას თავისი აზრით და გზით გაგვიმარჯოს!" - დაწერა ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×