რეზონანსი
27.05.2024

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს, სადაც ჰყვება როგორ დაესხნენ უცხო ადამიანები თავს „ლევილის" მამულში გამართულ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას.

მისი თქმით, 10-მდე ადამიანმა ფიზიკურად იძალადა იქ მყოფებზე, „ტვ პირველის" ჟურნალისტმა, რომელიც ამბის შემსწრე გახდა, აღნიშნული ამბავი საპირისპიროდ გააშუქა.

"არ ვაპირებდი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას, განა იმიტომ რომ სიჩუმე კარგი გამოსავალია, უბრალოდ დავიღალე ამ ნაცების წყევლა-კრულვით და არაადეკვატური კომენტარებით. დღეს კი ვეღარ მოვითმინე, რადგან იმხელა ტყუილს წერენ "საფრანგეთის ქართველები"-ს გვერდზე უბრალოდ, სიჩუმე დანაშაულია!

ვესწრებოდი ლეველის ფესტივალს, სადაც ქართული კულტურის დღეები ტარდებოდა. უცნაური ადამიანები შევამჩნიე თავიანთი არაადეკვატური ჩაცმულობით და საქციელებით, რომლებიც კონცერტს ესწრებოდნენ. პატრიარქის საგალობლის შესრულება რომ დაიწყეს მომღერლებმა სცენაზე, ატყდა სტვენა, ყიჟინი, ნივთების სროლა და აგრესიული და უშვერი სიტყვები. მეც ვიგემე მათი ხელის კვრა და ჩემი მისამართით გამოსროლილი გინებები (რა შუაში ვიყავი არ ვიცი).

მოკლედ, იქაურმა ქართველებმა მოახერხეს და ეს 8-10 არსება გაიყვანეს ტერიტორიიდან. ეს არსებები ქართველი წინაპრების საფლავრბს აფსავენ ლევილში და ამით "კაიფობენ", პირდაპირი მნიშვნელობით ვწერ ამას, ადგილობრივებისგან შევიტყვე ეს ამბავი. იქ იმყოფებოდა "ტვ პირველის" ჟურნალისტი, რომელიც ჩემს გვერდით იდგა და კარგად ხედავდა როგორ მიქნევდნენ ხელს, რა სიტყვებს მეძახდნენ და მისი გაოგნებული სახე ამათი არაადეკვატური საქციელის გამო ეხლაც თვალწინ მიდგას.

და მერე რა მოხდა? ამ გაოგნებული და მიამიტი გოგონას სტატია წავიკითხე, რომელიც აბსოლუტურად უკუღმა დაწერა და ჩვენ გამოგვიყვანა მოძალადეები.  მეცოდები მართლა, ალბათ დაგავალეს ასე, მაგრამ ასეთი ლამაზი გოგო ასე რატო იბანძებ თავს?  საკუთარი თვალით რომ არ მენახა ეს ყველაფერი, გეფიცებით კიდევ არამოვიღებდი ხმას. ამაზრზენია უკვე ეს ყველაფერი. ვინ ხართ სად გაიზარდეთ, არ ვიცი რა არსებები ხართ, მაგრამ თქვენ ვერ ეღირსებით საქართველოს! ჩვენ ვაჟკაცები და ნამდვილი ქალები დავზარდეთ და მადლობა უფალს ბევრად მეტნი ვართ" - წერს სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×