რეზონანსი
27.05.2024

65 წლის ასაკში საბავშვო მწერალი ბონდო მაცაბერიძე  გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ „იმედის დღის“ ეთერში გააჟღერა. მწერალი 26 მაისს გარდაიცვალა.

ცნობისთვის, აწ გარდაცვლილმა მწერალმა 1989 წელს დააარსა პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობა საქართველოში – „ალავერდი“.

ბონდო მაცაბერიძე 15 წიგნის ავტორი იყო.

ამასთან ავტორი იყო ერთი პოეტური კრებულის – „თმენის ფორმულა“ და ერთი მხატვრულ-პუბლიცისტური კრებულის „სადაურსა სად წაიყვან“.

იგი, ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო პრემია ALMA-ს სამგზის ნომინანტი იყო – 2019-20-21წწ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×