რეზონანსი
15.05.2024

„აქციაზე 90%-ს კანონი წაკითხული არ აქვს. უბრალოდ ამბობენ, ევროკავშირი გვეუბნება, არ უნდა მიიღოთ და მორჩა. ხვალ მეტყვიან ის კანონი მიიღეთ, რაც საბერძნეთმა მიიღო, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს, მოსთხოვა ევროპამ და მიაღებინეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ევროპარლამენტარი გამოდის საქართველოში და გვესაუბრება იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არის ბნელეთი, კაცი რომელიც არის გათხოვილი", - ასე ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა შალვა კეკელია.

„ეს დღეებია ვადევნებ თვალს გამომსვლელებს, მათ შორის პარლამენტშიც და არცერთი ოპოზიციონერისგან ერთი არგუმენტიც ვერ მოვისმინე, კანონი რატომ არის ცუდი?! ჩვენ, მოაზროვნე ადამიანებს გვჭირდება არგუმენტები, ეს მონური დამოკიდებულება არ გვექნება არავისთან. ჩვენი მეგობრები ახლობლები გადიოდნენ აქციებზე და ვეკითხებოდი რატომ იყო კანონი რუსული. აქციაზე 90%-ს კანონი წაკითხული არ აქვს. უბრალოდ ამბობენ, ევროკავშირი გვეუბნება, არ უნდა მიიღოთ და მორჩა. ხვალ მეტყვიან ის კანონი მიიღეთ, რაც საბერძნეთმა მიიღო, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს, მოსთხოვა ევროპამ და მიაღებინეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ევროპარლამენტარი გამოდის საქართველოში და გვესაუბრება იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არის ბნელეთი, კაცი რომელიც არის გათხოვილი. გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?! რატომ უნდა მიგვითითონ რამეზე ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებელია. 17 მაისს ვიკრიბებით ქაშუეთში და გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, გამოხვიდეთ. ვანახოთ ყველას, რა არის ოჯახის სიწმინდე! ოჯახის სიწმინდის დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია!", - ამბობს სასულიერო პირი ვიდეო მიმართვაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×