რეზონანსი
15.05.2024

უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში". გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში". გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ. მინისტრებს კი არწმუნებენ, შეივსება მალე ტერიტორია და იქნებ გამოხვიდეთო. გმირთა მოედნიდან დაძრულ ხალხს წინ ნაცების ლოჯისტიკის ავტომანქანა მიუძღვება.

გადაამოწმონ, არის თუ არა ესეც სწორი ინფორმაცია და მერე მაინც, იქნებ მიხვდეთ, ვის საქმეს ემსახურებით - ფულის დიდი ნაწილი ნაცების, აქციის ორგანიზება - ნაცების, გამომსვლელები - ნაცების, უცხოელების ჩამოყვანის ორგანიზება - ნაცების, წინ მიმავალი მანქანაც კი, რომელზეც გახმოვანების აპარატურა აყენია - ნაცების. რაღა დარჩა? ხმამაღალი შეძახილი - არა რუსულ კანონს. ეს რჩება მარტო თქვენი და ისიც საუკუნის ტყუილს ეფუძნება. p. s. ახლა მითხრეს, მინისტრები მსვლელობას უერთდებიან, ხალხის სიმცირე რაღაცით რომ გადაფარონო", - წერს იონათამიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×