რეზონანსი
16.05.2024

სტუდენტების ნაწილის განცხადებას, რომლებიც ოპოზიციის ერთიან სიების აუცილებლობაზე საუბრობენ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი ეხმაურება. როგორც გურამ მაჭარაშვილი ამბობს, ეს განცხადება დასტურია იმისა, რომ ოპოზიცია ახალგაზრდებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

"მორიგ ჯერზე დასტურია იმისა, რომ ამ ახალგაზრდებს და მათ რესურსს იყენებენ თავიანთი პოლიტიკური, სუბიექტური ინტერესებისთვის, იმიტომ, რომ საუბრობენ საერთო სიაზე, როგორც პოლიტიკოსები, ასევე სტუდენტების ეს ხელმძღვანელები. როგორც ჩანს, მათაც მოუნდათ სიაში ჩართვა, ამიტომ საუბრობენ იმ სიაზე, რომლითაც პარლამენტში უნდათ შემოსვლა და ამისთვის იყენებენ ახალგაზრდებს და მათ ენერგიას. კიდევ ერთხელ მივმართავ ამ ახალგაზრდებს, ნუ გამოაყენებინებენ თავიანთ ენერგიას, ბინძური პოლიტიკური სუბიექტური მოსაზრებებისთვის. საერთო სია შედგება, თუ არ შედგება ამას გადაწყვეტენ უცხოეთში. ეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მოიქცევიან ისე, როგორც ისინი ეტყვიან", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×