რეზონანსი
18.06.2024

თბილისის დიდი ნაწილი ისევ უწყლოდაა დარჩენილი. შემოღებულია საათობრივი გრაფიკი და მოსახლეობა შუა ზაფხულში უდიდეს დისკომფორტს განიცდის. ყველაფერთან ერთად, საეჭვოა მოწოდებული წყლის ხარისხიც. წყალს ხშირად აქვს შეცვლილი შეფერილობა და მოჰყვება მინარევები. უკმაყოფილო მოქალაქეები ფიქრობენ, რომ წყლის გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ ჯანმრთელობას. შესასბამისი მოსაზრებები ბევრია სოციალურ ქსელში.

კომპანია „ჯივიპი“, რომელიც მეორე დღეა თავის მართლების რეჟიმშია, ამჯერად ამ საკითხთან დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციას. მათი ცნობით, სასმელი წყლის ხარისხი ქალაქის გამანაწილებელ ქსელში სრულად შეესაბამება ეროვნული რეგლამენტით დადგენილ ნორმებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

„სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოები ტარდება. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

წყალმომარაგების აღდგენის დროს, პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში შესაძლოა, წყალს ჰქონდეს შეცვლილი შეფერილობა, რაც გამოწვეულია ქსელში წყლის წნევის ხშირი ცვალებადობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×