რეზონანსი
21.05.2024

მოლდოვამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, დორინ რეჩანის მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შედეგად, მოლდოვა პირველი სახელმწიფო გახდა, რომელთანაც ევროკავშირმა უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

„ეს პარტნიორობა ქვეყნის მდგრადობას გააძლიერებს. ეს საშუალებას მოგვცემს უსაფრთხოების საერთო გამოწვევებს ერთად ვუპასუხოთ, ჩვენი ქმედებები უფრო ეფექტური გავხადოთ და თანამშრომლობა ახალ სფეროებში დავიწყოთ", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×