რეზონანსი
28.08.2026

ავჭალაში, 25 აგვისტოს 17 წლის მარი ლომიშვილი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გოგო შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან გადავარდა. როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17 წლის გოგონამ ხიდიდან გადავარდნით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, კითხვები მის შეყვარებულთან ექნებათ, რომელთანაც მარიამ ლომიშვილი დაშორებას ცდილობდა".

"მიყვარხარ დედიკო, რატომ დამტოვე დეეე, რა ვქნა დედიკონა უშენოდ? როგორ ვიცოცხლო უშენოდ ჩემო ფერია? მოკიგკვდეს დედა" - წერს დაღუპულის დედა სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×